dakaruli jiSebi - Rrubela imeruli

 

ღრუბელა იმერული - (ინგ. Ghrubela Imeruli) (რუს. Грубела имерули)

სინონიმი: ხრუბელა. წარმოშობა: იმერეთი.

ზრდასრული ფოთოლი: საშუალო ზომისაა. მომრგვალო. სუსტად დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფირფიტა დანაოჭებული. ზედა ამონაკვეთები საშუალოდ ღიაა, ჩანგისებრი მახვილი ფუძით, ზოგჯერ თაღისებრი.ქვედა ამონაკვეთები შეჭრილკუთხისებრი. ყუნწის ამონაკვეთი დახურული, ვიწრო ელიფსური დაბოლოებით. ქვედა მხარე შებუსულია აბლაბუდისებრი ბუსუსებით. მთავარი ნაკვთები ბოლოვდება სამკუთხედისებრი, განიერფუძიანი მახვილწვერიანი კბილებით. გვერდითი კბილებიც ასეთივე ფორმისაა.

ყვავილი: ორსქესიანი.

მტევანი: მცირე ზომისაა. ცილინდრული ფორმის. აგებულებით კუმსია. საშუალო წონა 185 გ.

მარცვალი: საშუალო ზომის. მრგვალი. რუხი-მომწვანო შეფერვის. კანი სქელი. რბილობი ხორციანი, ჩვეულებრივი გემოსი.

ყურძნის წვენი: შაქრიანობა 18,0-21,0 %, მჟავიანობა 7,5-8,0 გ/ლ.

მოსავლიანობა: 8,0 ტ/ჰა.

სამეურნეო მიმართულება: საღვინე.

ღვინის დახასიათება: ამზადებდნენ ადგილობრივი მოხმარების დაბალჰარმონიულ ღვინოს.

დამატებითი ინფორმაცია: სოკოვან დაავადებათა მიმართ მგრძნობიარეა. განსაკუთრებით ავადდება ჭრაქითა და ნაცრით. ღრუბელა იმერული საგვიანო სიმწიფის პერიოდის  მცირედ გავრცელებული ჯიში იყო, ძირითადად გაშენებული საჩხერისა და ზესტაფონის რაიონებში.

დღევანდელი მდგომარეობა: დაკარგული ჯიში.

წყარო: Миротадзе А.В.

ავტორი: რამაზ ჭიპაშვილი.